საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველმა წყალბურთელებმა სლოვენიის ნაკრები 22-11 დაამარცხეს და მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს. ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანები ნიკა შუშიაშვილი, მარკო ტანკოსიჩი და საბა ტყეშელაშვილი იყვნენ - თითოეული მათგანის ანგარიშზე 3 გოლია. მეორე ჯგუფურ ეტაპს საქართველოს ეროვნული გუნდი 17 იანვარს იტალიელებთან მატჩით დაიწყებს. თამაში სტარტს თბილისის დროით 18:30 წუთზე აიღებს.
