პირველად ისტორიაში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
პირველად ისტორიაში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა. დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ტურნირზე სპორტულ ცეკვებში, ჩვენი ქვეყნის სახელით, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი გამოვიდა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. თავისუფალი და მოკლე პროგრამის ჯამში, მათ 215,76 ქულა დააგროვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. მეტელკინა-ბერულავას წყვილი ევროპის ჩემპიონატზე უკვე სამივე სინჯის მედლის მფლობელია. 2024 წელს ისინი ვერცხლის, 2025-ში კი ბრინჯაოს პრიზიორები იყვნენ. გუშინ მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
