ჩეხეთში ანდრეი ბაბიშის მთავრობამ პარლამენტის ნდობის ვოტუმი მოიპოვა
ჩეხეთში ანდრეი ბაბიშის მთავრობამ პარლამენტის ნდობის ვოტუმი მოიპოვა. მმართველი კოალიციის წევრებმა, რომლებსაც 200-ადგილიან ქვედა პალატაში 108 მანდატი აქვთ, მთავრობა 108 ხმით 91-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ახლა ბაბიშის მთავრობის მთავარი ამოცანა თვის ბოლომდე 2026 წლის ბიუჯეტის გეგმის დამტკიცებაა. სახელმწიფომ 2026 წელი დროებითი ბიუჯეტით დაიწყო.
