გამოძიების ფედერალური ბიურო 100 ათას დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ბიუროს კუთვნილ ავტომობილებზე თავდასხმას ეხება
გამოძიების ფედერალური ბიურო 100 ათას დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ბიუროს კუთვნილ ავტომობილებზე თავდასხმას ეხება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. „თუ თქვენ ზიანს მიაყენებთ სამართალდამცველებს ან გაანადგურებთ და მოიპარავთ ფედერალურ საკუთრებას, გამოძიების ფედერალური ბიურო დაუყოვნებლივ დაიწყებს დევნას, გიპოვით და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს“, - აცხადებს კეშ პატელი.
