ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ამერიკული ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება
ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსალოდნელია რეგიონში ამერიკის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო რესურსების მობილიზება, რათა პრეზიდენტს ჰქონდეს სამხედრო მოქმედებების ვარიანტები იმ შემთხვევაში, თუ ის ირანზე დარტყმას გადაწყვეტს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სამხედრო დამგეგმავები ამზადებენ სხვადასხვა ვარიანტს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ირანის რეჟიმი უახლოეს დღეებში.
