საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
