ამერიკული მხარის ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ამერიკული მხარის ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ალან პერსელმა, ლაშა დარსალიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს. როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ ეს არ ვრცელდება ვიზებზე, რომლებიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.
