შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია გაყიდა
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია გაყიდა. ლაპარაკია ხუთასი მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობზე. ინფორმაციას „როიტერსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. უახლოეს დღეებსა და კვირებში, შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის ნავთობის კიდევ უფრო მეტი რეალიზაციაა მოსალოდნელი.
