ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ირანი მზად არის ნებისმიერი გარე საფრთხისგან თავი დაიცვას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ირანი მზად არის ნებისმიერი გარე საფრთხისგან თავი დაიცვას. საუდის არაბეთმა გაააქტიურა დიპლომატიური ძალისხმევა, რეგიონში ვითარების განსამუხტად. ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს თურქეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი იმედოვნებს, რომ თეირანი და ვაშინგტონი მოლაპარაკების გზით შეძლებენ პრობლემების მოგვარებას. თურქეთი ირანზე ნებისმიერი თავდასხმის წინააღმდეგია.
