ნატოში ამერიკის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ყველაზე ახლოს არიან, ვიდრე აქამდე ყოფილან
ნატოში ამერიკის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ყველაზე ახლოს არიან, ვიდრე აქამდე ყოფილან. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე სამშვიდობო გეგმის ყველაზე რეალური ვარიანტი დევს. კრემლი სამშვიდობო პროცესში შეერთებული შტატების ძალისხმევას მიესალმება და ვაშინგტონთან მოლაპარაკებას განაგრძობს, თუმცა მოსკოვი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უცხო ქვეყნის სამხედროების განლაგებას ეწინააღმდეგება. მანამდე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამშვიდობო პროცესს ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.
