ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის განცხადება
ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის განცხადებით, ევროპა მემარჯვენეობისკენ იხრება და დროა, ცენტრისტებიც ასე მოიქცნენ. „პოლიტიკოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მანფრედ ვებერი აღნიშნავს, რომ საჭიროა ახალი პოლიტიკური რეალობა მიიღონ და შეეგუონ. იპიპის ლიდერის თქმით, 2024 წელს, ევროკავშირის არჩევნების შედეგებით ცხადი გახდა, რომ უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებს. ვებერის განცხადებით, ამის ფონზე, დროა ბრიუსელმა საკუთარ მოქალაქეებს მოუსმინოს.
