ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩო დუმს. ქრონიკის კითხვას არ პასუხობენ
ძალადობის რომანტიზებასა და წახალისებაზე ევროკავშირის საელჩო დუმს. ქრონიკის კითხვას არ პასუხობენ. საელჩომ სახელმწიფო დროშის დღეზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საპროტესტო აქციებიდან კადრებია გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარე საელჩოს ძალადობის წამქეზებელი ვიდეოს წაშლას ურჩევს. შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
