"ქართული ოცნების" ოფიციალური საჩივარი "ბიბისიშია"
"ქართული ოცნების" ოფიციალური საჩივარი "ბიბისიშია". იმის გამო, რომ ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად "ბიბისის" სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს მაუწყებლობის კოდექსა და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, ქართული ოცნება ითხოვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას პლატფორმებიდან და "ბიბისის" მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდას. ბოდიშს ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს „კამიტი“.
