ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში დიფ-სთეითთან ბრძოლა დიფ-სთეითის გამარჯვებით დასრულდა
ამერიკელი კონგრესმენის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში დიფ-სთეითთან ბრძოლა დიფ-სთეითის გამარჯვებით დასრულდა. მაიკ ლი ეხმიანება კენჭისყრაზე გატანილ საკანონმდებლო შესწორებას, რომელიც დემოკრატიის განვითარების ფონდისთვის, ანუ ნედისთვის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებდა. შესწორებას კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის არც 81-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. ნედის დაფინანსების მოწინააღმდეგე კანონმდებლები აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარების ფონდი მემარცხენეთა ცენზურისა და პროპაგანდის მანქანაა, რომელიც ამერიკელი ხალხის ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს.
