ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება ორგანიზატორებს. ბრალდებულია ათი ადამიანი, მათ შორის არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ბერიძე. პროცესზე გრძელდება ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა, სასამართლოში ასევე დაიკითხებიან ექსპერტები.
