განათლების მინისტრი, გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
განათლების მინისტრი, გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი თემა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო. გივი მიქანაძემ უპასუხა კითხვებსაც, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
