განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი ადამიანი გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს, „მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. დანაშაული 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
