მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტებისა და „კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი ადამიანი გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. ერთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მეორე კი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეტამ-ფეტამინი“ და „პრეგაბალინი“. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
