დაშავებული აქტივისტები - დაკავებები აშშ-ში
შეერთებული შტატების ქალაქებში სამართალდამცველების მიერ რენე ნიკოლ გუდმანის მკვლელობას ამ დრომდე აპროტესტებენ. ფედერალური ოფიცრები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებასთან ერთად, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის იყენებენ. დემონსტრანტები კი სამართალდამცველებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიან. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონდამრღვევებს მკაცრად აფრთხილებს და სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება.
