პრემიერის გზავნილები აბუ-დაბიდან
საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მნიშვნელობას აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გაუსვა ხაზი. ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ილაპარაკა იმ პროექტებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობასა და განვითარებასთან. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის ერთგული რჩება. სამიტის პარალელურად, მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრები გამართა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებიც. ვიზიტი დასრულებულია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
