გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შანტაჟს უწოდებს
გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შანტაჟს უწოდებს. ჯან ნოელ ბარო ამბობს, რომ ნატოს ერთი წევრის მეორეზე თავდასხმა აზრს მოკლებულია და ეს შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ექვს თებერვალს საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის და ამას პარიზის მხრიდან მხარდამჭერი პოლიტიკური ნაბიჯი უწოდა.
