დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების აუცილებლობის შესახებ განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა
დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების აუცილებლობის შესახებ განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეს მისი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და მასშტაბური საჰაერო თავდაცვის სისტემის - ოქროს გუმბათის მშენებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნატო გაცილებით უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდება, თუკი გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების ხელში იქნება. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ამაზე ნაკლები შედეგი მისთვის მიუღებელია.
