უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს - უმაღლესმა რადამ თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვი დაამტკიცა
უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. უმაღლესმა რადამ თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვი დაამტკიცა. უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი კანდიდატურა იანვრის დასაწყისში წარადგინა. უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვთან თავდაცვის მოდერნიზაციის და არმიის რეფორმის შესახებ შეხვედრა გამართა.
