„ბლუმბერგის“ ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ და ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან
„ბლუმბერგის“ ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ და ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. გამოცემა წერს, რომ კონკრეტული თარიღი შეთანხმებული არ არის და შეიძლება ვადა ირანში ვითარებიდან გამომდინარე შეიცვალოს. ტრამპის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტს უკრაინასა და ევროკავშირთან შეთანხმებულ 20 პუნქტიან გეგმას წარუდგენენ. „ბლუმბერგის“ ცნობით, ამერიკული მხარისთვის ჯერ გაურკვეველია, რამდენად არის დაინტერესებული პუტინი ამ კონკრეტული გეგმის განხილვით.
