„ირან ინტერნეშენალის“ ცნობით, ირანის დიდ ქალაქებში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა
„ირან ინტერნეშენალის“ ცნობით, ირანის დიდ ქალაქებში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. მოქმედებს კომენდანტის საათი. ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებისას დაკავებულების გასამართლებისა და დასჯის პროცესს დააჩქარებს. ვრცელდება ცნობა 18 ათასზე მეტი დაკავებულის შესახებ. პარალელურად, ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების შესაძლო იერიშების მოსაგერიებლად და საპასუხოდ მზად არიან.
