ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია მოსამართლეების სანქცირების საკითხი
ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია მოსამართლეების სანქცირების საკითხი. ამერიკული სანქცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა ფრანგი მოსამართლეებისთვის, თუმცა ქართველი მოსამართლეების სანქციებზე იყო დუმილი და პირიქით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან- წახალისებაც კი! საერთაშორისო მედია წერს, რომ 2025 წლის აგვისტოდან საფრანგეთის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თერთმეტი მოსამართლე, შეერთებული შტატების განსაკუთრებით მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა. ეს არ ეხება მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვას.
