გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდის სამუშაოს წარმოებაც. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.
