საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენის საქმის მოსმენა დაიწყო
საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენის საქმის მოსმენა დაიწყო, რომელზეც 2027 წლის არჩევნებში ლე პენის მონაწილეობის საკითხი უნდა გადაწყდეს. პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა პროცესზე სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა და ევროპარლამენტი საკუთარი ფუნქცის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
