პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებულია ერთი ადამიანი
პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებულია ერთი ადამიანია, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებულმა თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე აღრიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
