ფრანგმა ფერმერებმა პარიზში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ტრაქტორებით განლაგდნენ
ფრანგმა ფერმერებმა პარიზში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ტრაქტორებით განლაგდნენ. ისინი ევროკავშირ-მერკოსურის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ სოფლის მეურნეობას და ფრანგი ფერმერები უსამართლო კონკურენციის წინაშე აღმოჩნდებიან. ფერერებმა, პროტესტის ნიშნად, პარიზში ტრაქტორებით მსვლელობა მოაწყვეს ტრიუმფალურ თაღთან და ეიფელის კოშკთანაც.
