გაერო ირანელ სამართალდამცველებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაერო ირანელ სამართალდამცველებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების გადამეტებული ძალადობის გამო, ასობით ადამიანია დაღუპული. დაკავებულ ათასობით დემონსტრანტს კი სიკვდილით დასჯა ემუქრება. „როიტერსი“ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციებს ორი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ირანის მთავრობა ბოლო დღეებსა და კვირებს ითვლის. საფრანგეთის პრეზიდენტი კი ირანელებს სოლიდარობას უცხადებს და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს.
