ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები წლიური ხარჯების კანონპროექტში „დემოკრატიის ეროვნული ფონდისთვის“ დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები წლიური ხარჯების კანონპროექტში „დემოკრატიის ეროვნული ფონდისთვის“ დაფინანსების გამოყოფას ეწინააღმდეგებიან. კონგრესმენ ტომას მესის თქმით, მან უკვე შეიტანა შესწორების პროექტი, რომელიც ამ მემარცხენე ორგანიზაციის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს. ნედისთვის 315 მილიონი დოლარის გამოყოფას ეწინააღმდეგება წარმომადგენელთა პალატის წევრი ანა პოლინა ლუნაც. იგი ნედის დაფინანსებას აბსურდულს უწოდებს.
