ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის იდეას, ასიათასიანი ევროპული არმიის შექმნის შესახებ, ბრიუსელის ახალ სიგიჟეს უწოდებს
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის იდეას, ასიათასიანი ევროპული არმიის შექმნის შესახებ, ბრიუსელის ახალ სიგიჟეს უწოდებს. ფრანგი ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ თავდაცვის კომისრის ასეთი ინიციატივა ევროკავშირის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, ვინაიდან თავდაცვა წევრი სახელმწიფოების ეროვნული კომეპტენციაა. ტიერი მარიანის თქმით, ბრიუსელი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროპა ომში ჩაითრიოს. კუბილიუსის განცხადებაზე მსგავს კომენტარს აკეთებს უნგრეთის პრემიერ მინისტრის პოლიტიკური დირექტორიც. ბალაჟ ორბანის თქმით, ბრიუსელი ევროკავშირს ყოველდღე უფრო და უფრო მეტად აახლოებს ომთან. იგი აღნიშნავს, რომ უნგრეთი მუდმივმოქმედი ევროპული არმიის შექმნას ეწინააღმდეგება.
