მმართველი გუნდი, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ რეკომენდაციებს ეხმიანება
მმართველი გუნდი, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ რეკომენდაციებს ეხმიანება, რომელიც პროდუქტებზე ფასების შემცირებას ეხება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ „ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივები პრობლემის გრძელვადიან პერიოდში საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს. გამოთქვამენ მზადყოფნას დისკუსიაზე. პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ცხრა პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.
