აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია უმსხვილესი არაბული ემაარ ჯგუფის შვილობილ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელს, მუჰამედ ალაბარს შეხვდება
ერთ საათში, აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია უმსხვილესი არაბული ემაარ ჯგუფის შვილობილ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელს, მუჰამედ ალაბარს შეხვდება. მანამდე ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის „დამაქ პროფერთის“ დამფუძნებელს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობაზე საქართველოში. პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაი-ედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიასაც დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი.
