მინეაპოლისში საპროტესტო აქციები გრძელდება
მინეაპოლისში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქტივისტებმა ფედერალური შენობის მისადგომების გადაკეტვა სცადეს, სამართალდამცველებმა მათ დასარბევად ცრემლსადენი გაზი და პნევმატური იარაღი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრების რეიდებს და აქტივისტი ქალის რენე ნიკოლ გუდის მკვლელობას აპროტესტებენ. მინეაპოლისში საპროტესტო აქციის დროს, ფედერალურმა ოფიცრებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
