თეთრი სახლი ბოლო 3 დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს მოძალადე აგიტატორებს უწოდებს და სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრები არალეგალი დამნაშავეების დაკავებისა და დეპორტაციის მიზნით ატარებენ რეიდებს და თეთრი სახლისთვის გაუგებარია, თუ რატომ აპროტესტებენ ამერიკის ქალაქებში გამოსული ადამიანები დამნაშავეთა დაჭერას. კეროლაინ ლევიტმა ასევე აღნიშნა, რომ აგიტატორების მხრიდან ფედერალური ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტების ფონზე, თეთრი სახლი სამართალდამცველებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
