2025 „დიფ სთეითისთვის“ ცუდი წელი იყო - წერს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი
2025 „დიფ სთეითისთვის“ ცუდი წელი იყო - წერს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი. ტულსი გაბარდის უწყებამ გააზიარა „ვაშინგტონ რეპორტერის“ ექსკლუზიური სტატია, სადაც წერია, რომ დაზვერვის სამსახურში გაბარდმა მასშტაბური რეფორმა გაატარა. ხაზგასმულია, რომ დიფ სთეითისთვის ცუდი წელი იყო, რადგან ეროვნული დაზვერვის დირექტორმა გაზარდა გამჭვირვალობა, გაანადგურა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამები. სტატიაში წერია, რომ ეროვნული დაზვერვა 24 საათი მუშაობს, რათა დაასრულოს დაზვერვის სამსახურის იარაღად გამოყენების ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები.
