ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი გრენლანდიაზე შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო კონტროლს ეწინააღმდეგება
ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი გრენლანდიაზე შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო კონტროლს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, თუ ამერიკა გრენლანდიის ათვისებას სამხედრო გზით გადაწყვეტს, ამას სერიოზული უარყოფითი შედეგი მოჰყვება და ეს ნატოს დასასრული იქნება. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი ნატოს თავდაცვითი სისტემის შენარჩუნებით დაინტერესებული არ არის, ამიტომ ის ევროკავშირს საკუთარი თავდაცვითი კავშირისა და ასი ათასიანი ჯარის შექმნისკენ მოუწოდებს.
