პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხის ევროპარლამენტში დაყენებას ითხოვს
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხის ევროპარლამენტში დაყენებას ითხოვს. ფრანგი ევროდეპუტატი ჯორდან ბარდელა იმედოვნებს, რომ საკითხს ევროპარლამენტი იანვრის სესიაზე განიხილავს. საქმე ევროკავშირის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებას ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კვალიფიცირებული უმრავლესობით დაამტკიცეს. საფრანგეთი ამ შეთანხმების წინააღმდეგია.
