აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტი დაიწყო
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაი-ედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა გახსნა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, რომელმაც ზაი-ედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა თემატურ დისკუსიაზე, მანამდე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. სამთავრობო დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ეს სამიტი მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსახილველად. ასევე ინვესტიციების მოსაზიდად გამოიყენებენ გამართულ ორმხრივ შეხვედრებს.
