პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია დამაქ პროფერთის დამფუძნებელს შეხვდა
ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობაზე საქართველოში. აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა. გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობაზე.
