ბათუმში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა
ჩემპიონები და პრიზიორები როგორც თავისუფალ, ისე ბერძნულ-რომაულ სტილში გამოვლინდნენ ათ წონით კატეგორიაში. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარას, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში - გორს ერგო.
