ესპანეთი და საბერძნეთი გრენლანდიის სუვერენიტეტის დასაცავად ევროკავშირს კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებენ
ესპანეთი და საბერძნეთი გრენლანდიის სუვერენიტეტის დასაცავად ევროკავშირს კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებენ. მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ კუნძულის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო ერთად უნდა მონაწილეობდნენ. გრენლანდიის საკითხი განიხილა ვაშინგტონში მარკო რუბიოსთან შეხვედრისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
