საერთაშორისო მედია წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის ამზადებენ
საერთაშორისო მედია წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის ამზადებენ. პუბლიკაციების მიხედვით, მზადება აქტიურ ფაზაშია. გავრცელებულ ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია გამოცემას ამერიკულმა ანონიმურმა წყარომ სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ მიაწოდა. პარალელურად, ვრცელდება ცნობა რომ მზად არის ისრაელიც და ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ელოდება.
