ირანის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება
აქციის მონაწილეებმა, ქალაქ ისპაჰანში სამაუწყებლო სამსახურის კომპლექსს ცეცხლი წაუკიდეს. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ირანში 16 დღიანი, საპროტესტო აქციების განმავლობაში 650 მდე ადამიანია დაღუპული, დაახლოებით ათი ათას ექვსასი აქტივისტი კი დაკავებულია. ქვეყნის მმართველობა მათ სიკვდილით დასჯით ემუქრება.
