განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი ადამიანია დაკავებული- უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეები. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
