სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია ვიზ ეარი ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს. პირველი რეისით ბრატისლავიდან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოვიდა და 237 გაფრინდა. აეროპორტში გაიმართა სპეციალური ღონისძიება.
