გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, თინა ბოკუჩავა და ლევან სანიკიძე მედიასთან ერთად გამოჩნდნენ
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, თინა ბოკუჩავა და ლევან სანიკიძე მედიასთან ერთად გამოჩნდნენ. ორივე ირწმუნება, რომ პარტიაში ცვლილებები არ იქნება და არ არსებობს დაპირისპირება. პარალელურად, კრიზისს ადასტურებს მათივე თანაგუნდელი. არსებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის, გადაწყვეტილება კი მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
