საფრანგეთის პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფილიპო ფლორანი საფრანგეთისა და გერმანიის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა
პოლიტიკოსი წერს, როიმ დექსიტი და ფრექსიტი, რაც შეიძლება, მალე უნდა დაიწყოს. მისი ინფორმაციით, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მერიის შენობებიდან ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა ევროკავშირის დროშები უკვე ჩამოხსნეს. ფლორანმა ასევე გააზიარა გერმანიის გაერთიანებიდან გასვლის შესახებ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერის, ელის ვეიდელის განცხადება. ვეიდელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების თავისუფლებასა და საზღვრების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.
